პრომეთეს მემინდვრია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრომეთეს მემინდვრია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მღრღნელები
სახეობა: პრომეთეს მემინდვრია
ლათინური სახელი
Prometheomys schaposchnikowi
დაცვის სტატუსი

პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikowi), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 17 სმ, მასა 80 გ აღწევს. გავრცელებულია კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებისა და თურქეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში — ალპურ და სუბალპურ მდელოებზე.

საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, შიდა ქართლში, კობთან, გუდაურთან, სტეფანწმინდასთან, გურია-აჭარის ქედზე დასხვა ადგილებში. იკვებება მცენარეთა მიწისქვეშა და მიწისზედა (ზაფხულობით) ნაწილებით. ზოგან საძოვრებს აფუჭებს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 206, თბ., 1984
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე