სამხრეთი კავკასია
სამხრეთი კავკასია — გეოგრაფიული მხარე ევროპისა და აზიის შესაყართან, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით მდებარე ნაწილი კავკასიისა. იგი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. სამხრეთი კავკასიას განეკუთვნება კავკასიონის სამხრეთი კალთის უმეტესი ნაწილი, კოლხეთისა და მტკვრის მთავარშორისო ბარი, სამხრეთი კავკასიის მთიანეთი, თალიშის მთები და ლენქორანის დაბლობი. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მდებარეობს 3 სუვერენული სახელმწიფო: აზერბაიჯანი (უმეტესი ნაწილი), საქართველო, სომხეთი.
| სახელმწიფო | დედაქალაქი | ფართობი | მოსახლეობა |
|---|---|---|---|
| აზერბაიჯანი | ბაქო | 86,6 | 8.177.717 |
| საქართველო | თბილისი | 69,7 | 4.630.841 |
| სომხეთი | ერევანი | 29,8 | 3.200.000 |
საბჭოთა ეპოქაში ამ მხარეს ამიერკავკასია ერქვა, რასაც პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა, ვინაიდან იგი გამოხატავდა მდებარეობას პოლიტიკური ცენტრის მიმართ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. იგი შეესაბამება რუსულ „ზაკავკაზიეს“. ეს ტერმინი პოზიციური ხასიათისაა და გულისხმობს იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთისათვის კავკასიონის გადაღმაა („ზა კავკაზომ“), ხოლო საქართველოსთვის — კავკასიონის გადმოღმა (ამიერ). სამხრეთი კავკასია გეოგრაფიული ტერმინია.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Caucasian Review of International Affairs - an academic journal on the South Caucasus
- Caucasus Analytical Digest - Journal on the South Caucasus
- Transcaucasia (The Columbia Encyclopedia article)