ქართლის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართლის ქედი
კოორდინატები: 42°11′28″ ჩ. გ. 44°54′26″ ა. გ. / 42.191139° ჩ. გ. 44.907306° ა. გ. / 42.191139; 44.907306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ჭიჩო
სიმაღლე 3084 
სიგრძე 100 კმ
ქართლის ქედი — საქართველო
ქართლის ქედი
ქართლის ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქართლის ქედი

ქართლის ქედი, ფშავის ქედიქედი საქართველოში, დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.

გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ შტოქედს, გამოეყოფა მთავარ ქედს დიდ ბორბალოს მთასთან, ჭიჩოს მთამდე მიემართება დასავლეთისკენ, შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ბოლოვდება ცხვარიჭამიას უღელტეხილთან. ქედზე გადადის უღელტეხილი ფუტკარული.

ქართლის ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩო (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე. ქართლის ქედის დასაწყისი, განედური ნაწილი, მწვერვალებით ზღვის დონიდან 3000 -ზე მაღლაა აღმართული, შემდეგ მდინარე ჩარგლულის ხეობის სათავესთან დაბლდება 2767 მ-მდე, სამხრეთ დაბოლოებასთან კი 1400-1600 მ-მდე ეშვება.

აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენუერი ნალექი ქანებით. ჭიჩოს მთის კალთებზე შემონახულია ძველი გამყინვარების კვალი — ცირკები, პატარა ტროგები. ქედის უმეტესი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი.

ქართლის ქედის თხემურ ზოლში სამხრეთით მწვერვალ ემისნიშამდე ალპური მდელოებია, უფრო სამხრეთით, თიანეთის ქვაბულის საზღვრამდე, თხემზე ნატყეური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]