ინგუშეთი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ГIалгIай Мохк, ГIалгIайчен республик
Республика Ингушетия

ინგუშეთის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი მაგასი
ოფიც. ენები ინგუშური, რუსული
მთავრობა რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი იუნუს-ბექ ევკუროვი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
4 000 კმ²(81-ე (რუსეთში))
 
  -%
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - 2008 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
499 502 (73-ე (რუსეთში))
499 502
116,8/კმ² 
 
ვალუტა რუსული რუბლი (RUB)
დროის სარტყელი (UTC +4სთ.)
ქვეყნის კოდი RU-IN
სატელეფონო კოდი +7

ინგუშეთის რესპუბლიკა (რუს.: Респу́блика Ингуше́тия; ინგუშ.: ГIалгIай Мохк, ГIалгIайчен республик ) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში.

დედაქალაქი — მაგასი.

ესაზღვრება ჩეჩნეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებს. შეიქმნა 1992 წლის 4 ივნისს.

[რედაქტირება] ისტორია

ინგუშეთი რუსეთის ნაწილია 1810 წლიდან. 1921-24 წლებში ის საბჭოთა მთიანი რესპუბლიკის ნაწილია, რომელიც კავკასიაში დაარსდა. ინგუშთა ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეიქმნა. 1934-1992 წლებში ის მეზობელ ჩეჩნეთს შეუერთეს ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მცირე პერიოდის გარდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ინგუშებს ნაცისტებთან თანამშრომლობა დააბრალა და მთელი მოსახლეობა ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. მათი ავტონომიური რესპუბლიკა გაუქმდა და პრიგოროდნი რაიონი მეზობელ ოსეთს მიუერთდა. 1950-იან წლებში ინგუშებს ამნისტია გამოუცხადეს და დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა პრიგოროდნი რაიონი ისევ ოსეთის ნაწილად რჩებოდა და იქ გადმოსახლებული ოსები დაბრუნება-მოწადინებულ ინგუშებს ალმაცერად უყურებდნენ.

დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ; ჩრდილო კავკასია პირველი იყო სადაც მწვავე ინტერეთნიკური კონფლიქტები წამოიწყო რუსეთის ფედერაციაში. 1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ათობით ათასი ინგუში აიძულეს საკუთარი სახლებიდან აყრილიყვნენ პრიგოროდნი რაიონიდან, ერთ დღეში, მას შემდეგ რაც არაკონტროლირებადი ინგუშთა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება ნაზრანიდან ოსეთის ტერიტორიაზე აგრესიულ თავდასხმას ახორციელებს.

მას შემდეგ ლტოლვილთა განსახლება მწვავე პრობლემად აწევს ინგუშეთის მთავრობას, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს უკიდურესად მაღალი (50%) უმუშევრობა, ეკოლოგიური კრიზისი, რუსეთის ჯარების მაღალი კონცენტრაცია მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გამო და ყოველივე ამას დამატებული მეზობელი რაიონებიდან შემოხიზნული ჩეჩენი ლტოლვილები. ოსეთთან ლტოლვილების დაბრუნების საკითზე რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

2002 წელს დედაქალაქი ნაზრანიდან მაგასში გადაიტანეს.

2004 წლის ივნისში შეიარაღებული დაჯგუფების 570 წევრი შეიჭრა ინგუშეთში და ნაზრანის აღება მოინდომა, შედეგად მოკლულ იქნა 90-მდე მოქალაქე. რუსეთმა თავდახმის ორგანიზაციაში ჩეჩენთა სამხედრო ლიდერი შამილ ბასაევი დაადანაშაულა.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე