ლაბა (მდინარე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაბა
Laba.jpg
დახასიათება
სიგრძე  ?
აუზის ფართობი 12,5 ათასი კმ2 კმ²

ლაბა, მდინარე რუსეთში კრასნოდარის მხარეში, მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება დიდი ლაბისა და პატარა ლაბის შეერთებით, რომელთაც სათავე აქვთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე დიდი ლაბასთან ერთად 347 კმ, საკუთრივ ლაბისა 214 კმ. აუზის ფართობი 12,5 ათასი კმ2. ზემოთ მთის მდინარეა. საზრდოობა შერეული აქვს. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან ახლოს 95,7 მ3/წმ. იყინება (არა ყოველ წელს) დეკემბრის ბოლოს, ყინულძვრაა თებერვლის ბოლოს. იყენებენ სარწყავად, ხე-ტყის დასაცურებლად. ლაბის ნაპირზეა ქ. ლაბინსკი. შესართავის მახლობლად, მდინარე ყუბანის მარჯვენა ნაპირზე — ქ. უსტ-ლაბინსკი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 96, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე