ბაზარდუზუ
| ბაზარდუზუ | |
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
4466 მ |
| მდებარეობა |
აზერბაიჯანი\დაღესტნის საზღვარი |
| ქედი | |
ბაზარდუზუ (აზერ. Bazardüzü) — მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აზერბაიჯანისა და დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე 4466 მ. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალი. გვხვდება რელიეფის მყინვარული ფორმები. აგებულია ფიქლებითა და პორფირიტებით. ფართოდ არის ცნობილი როგორც რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილი, მაგრამ სინამდვილეში მწვერვალი რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან ჩრდილოეთით თითქმის 4 კილომეტრში მდებარეობს. სამხრეთი წერტილის უკიდურესი პუნქტებია რაღდანისა და ნესენის მთები, რომლებიც ბაზარდუზუდან სამხრეთით ვრცელდებიან.[1] XX საუკუნის დასაწყისში ბაზარდუზუს კალთებიდან ეშვებოდა 8 მცირე მყინვარი. უდიდეს მათგანს ჰქონდა 1 კილომეტრი სიგრძე და ატარებდა ტიხიცარის სახელწოდებას.[2]
მწვერვალი პირველად დაიპყრო ა. ალექსანდროვმა 1847 წელს.
ადგილობრივი ლეკები ბაზარდუზუს უწოდებენ „კიჩენდაღს“, რაც ნიშნავს „შიშის მთას“.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მწვერვალი ბაზარდუზუ (რუსული)
- მარშრუტი მწვერვალ ბაზარდუზუსკენ (რუსული)
- ბაზარდუზუს ფოტოსურათები (რუსული)
- ბაზარდუზუ – ცნობები (რუსული)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 142, თბ., 1977 წელი.
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||||||||||||||||