მონოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოგრაფია (ბერძნ. μονοσ — ერთი, ერთიანი, ერთადერთი და γραφειν — ვწერ) — ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, რომელშიც დამუშავებულია ერთი რომელიმე თემა, ან საკითხი, მათი ინტერპრეტაცია. მონოგრაფიას ერთვის ბიბლიოგრაფია, შენიშვნები და სხვ. მონოგრაფია შეიძლება იყოს ისეთი ნაშრომი, რომელიც ან სერიულია, ან კიდევ კონკრეტულად ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის თემატიკა მუცულობით დიდია და მასში კარდინალურად არის დამუშავებული ამ თუ იმ მეცნიერული დარგის საკითხი. მსოფლიოში ასობით კაპიტალური მონოგრაფია არის დაწერილი მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.

მეტად საყურადღებო და სამაგიდო მონოგრაფიები შეიქმნა გასული საუკუნის საქართველოში.

დიდი კაპიტალური მონოგრაფია ეკუთვნის ქართველ მათემატიკოსს ნიკო მუსხელიშვილს: „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“, რომელიც ფართოდაა აღიარებული. გეოგრაფიაში უმნიშვნელოვანესია მაგალითად ალექსანდრე ჯავახიშვილის „საქართველოს გეომორფოლოგია“, ან ლევან მარუაშვილის რედაქტორობით გამოცემული „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), რომელიც დიდი ხანია სამაგიდო წიგნად იქცა ქართველი გეოგრაფებისათვის.

უმნიშვნელოვანესი დიდი მონოგრაფია ეკუთვნის ვახუშტის კალამს, რომელმაც დაწერა ცნობილი შრომა სახელწოდებით: „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

ლიტერატურა[რედაქტირება]