ამტყელის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამტყელის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 507 მ |
| ფართობი | 0,58 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 64 მ |
| აუზის ფართობი | 153 კმ² |
ამტყელი (აზანთა) — ტბა აფხაზეთში გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 507 მ. ზედაპირის ფართობი 0,58 კმ², აუზისა - 153 კმ², სიღრმე 64 მ. წლის განმავლობაში წყლის დონის მკვეთრი მერყეობის გამო (30-35 მ) ცვალებადია ტბის ზედაპირის ფართობი და სიღრმე. ამტყელი წარმოიშვა 1891 წლის 3 ოქტომბერს, როცა მთა პატარა შხაპაჭის ფერდობის ჩამოქცევის შედეგად აქ გზა ჩაეხერგა მდ. ამტყელს.
ამტყელი საზრდოობს თოვლითა და წვიმით. წყლის დონე მაღალია გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, დაბალია - ზამთარში. ტბას ერთვის მდ. ამტყელი. ამტყელის წყალი ცივია, ზაფხულობით ზედაპირზე მისი ტემპერატურაა 18-20 °C, ფსკერთან 5 °C. იყინება მხოლოდ სუსხიან ზამთარში.
ამტყელში ბინადრობს კალმახი, წვერა, ტობი, ფრიტა და სხვა თევზი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 409, თბ., 1975 წელი.