ყოშთანთაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყოშთანთაუ
ყოშთანთაუ
ყოშთანთაუ
კოორდინატები: 43°03′00″ ჩ. გ. 43°12′43″ ა. გ. / 43.05000° ჩ. გ. 43.21194° ა. გ. / 43.05000; 43.21194
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 5152 
ქედი გვერდითი ქედი
ყოშთანთაუ — რუსეთი
ყოშთანთაუ
ყოშთანთაუ — ყაბარდო-ბალყარეთი
ყოშთანთაუ

ყოშთანთაუ (რუს. Коштан-тау) — მწვერვალი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონის გვერდით ქედზე, მდინარე ჩერეკის სათავეებში, მწვერვალ დიხთაუს აღმოსავლეთით. სიმაღლე 5152 მ. კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად მისადგომი მწვერვალი. აგებულია კრისტალური ქანებით. კალთებზე თოვლისა და ფირნის ველები და დიდი მყინვარებია. უმთავრესად ჩრდილოეთ კალთიდან ეშვება 5 მოზრდილი პირველი თანრიგის მყინვარი. 1888 წლის 17 აგვისტოს ყოშთანთაუზე ასვლისას დაიღუპა რამდენიმე ალპინისტი და გამყოლი.[1] ყოშთანთაუ პირველად დაიპყრეს 1889 წელს. დღეისათვის მწვერვალი ალპინიზმის პოპულარული ადგილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]