აფშერონის ნახევარკუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| აფშერონის ნახევარკუნძული | |
| მდებარეობა | აზია |
| აკვატორია | კასპიის ზღვა |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 2 110 კმ² |
| უმაღლესი მწვერვალი | 310 მ. |
| ქვეყანა | |
აფშერონის ნახევარკუნძული (აზერ. Abşeron, სპარსულად ნიშნავს მარილიანი წყლების ადგილს) — ნახევარკუნძული კასპიის ზღვაში. მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ.
აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქი — ბაქო, ასევე აფშერონის რაიონის ნაწილი.
ნახევარკუნძული ცნობილია ნავთობის მოპოვებით. ნავთობის ინდუსტრიული მოპოვება აქ 1870 წლიდან დაიწყო. გარდა ამისა, აფშერონის ნახევარკუნძული ასევე მდიდარია მარილით, მინერალური წყლებითა და ტალახის ვულკანებით. აფშერონის ერთ–ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბუნებრივი გაზი, რომელიც თავისით იწვის, იანარდაღთან.
1918 წელს, აფშერონის ნახევარკუნძულზე არსებობდა ცენტრალური კასპიის დიქტატურა, სახელმწიფო, რომელსაც გაერთიანებული სამეფო უჭერდა მხარს[საჭიროებს წყაროს მითითებას].