თერგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თერგი
TerekRiver NorthGeorgia.jpg
თერგი
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ქალაქები მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყიზლარი
სათავე ზილგახოხის მყინვარი
სიგრძე 623 კმ
აუზის ფართობი 43,2 კმ²

თერგიმდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ2. სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².

თერგი შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ3/ წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა - არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა - სუნჯა. საქართველოს ფარგლებში - სნოსწყალი. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.

ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თერგი&oldid=2354222“-დან