ქერჩის სრუტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქერჩის სრუტის მდებარეობა

ქერჩის სრუტე (რუს. Ке́рченский проли́в, უკრ. Керченська протока, ყირიმ. Keriç boğazı), ძველი ბერძნების მიერ კიმერიის ბოსფორად წოდებული — სრუტე ქერჩის ნახევარკუნძულსა და ტამანის ნახევარკუნძულს შორის, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს. სრუტის დასავლეთ სანაპირო ყირიმს ეკუთვნის, აღმოსავლეთი კი — ტამანის ნახევარკუნძულს. სრუტის სიგანე მერყეობს 4,5 - 15 კმ. სიღრმე 18 მეტრს არ აღემატება. ნაპირები ადგილ-ადგილ დაბალია, ზოგან ფლატოვანი. ზამთრობით დაფარულია მცურავი ყინულით. სრუტის დასავლეთ ნაპირზე არის მნიშვნელოვანი ნავსადგური ქალაქი ქერჩი. სრუტის რეგიონი თევზის მრავალი სახეობის რეწვის მნიშვნელოვანი ზონაა. ქერჩის სრუტეზე ზოგიერთი მონაცემით ევროპისა და აზიის საზღვარი გადის, რომლის მიხედვით აზოვის ზღვა ევროპის ნაწილში რჩება. სრუტეში დადის სარკინიგზო ბორანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]