ლაჰილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაჰილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლაჰილი
ლაჰილი
ლაჰილი
კოორდინატები: 42°55′14″ ჩ. გ. 42°33′24″ ა. გ. / 42.920667° ჩ. გ. 42.556806° ა. გ. / 42.920667; 42.556806
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 4008 
ქედი სვანეთის ქედი
ამგებელი ქანები კვარციტი, მეტამორფული ფიქალი და ქვიშაქვა
პირველი ასვლა ჯონ კოკინი (1887)
ლაჰილი — საქართველო
ლაჰილი
ლაჰილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლაჰილი
სურათები ვიკისაწყობში

ლაჰილი, ლაჰლა, ლაილამწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარე ენგურის მარცხენა შენაკადის — ლაილჭალის სათავეებში. წარმოადგენს სვანეთის ქედის უმაღლეს წერტილს. სიმაღლე ზღვის დონიდან 4008 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, მეტამორფული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. მწვერვალის ჩრდილოეთ კალთაზე ხეობის ტიპის მყინვარებია.[1] ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით საზრდოობს ლაჰილის მყინვარი.[2] პირველად მწვერვალი დაიპყრო ჯონ კოკინმა 1887 წელს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავით უკლება, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.
  2. ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.
  3. Восхождение на Лайлу, 4008 м, треккинг и экскурсии в Сванетии