ურუხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურუხი (ზემოთში — ხარვესი) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 104 კმ, აუზის ფართობი 1280 კმ². სათავე აქვს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. უმთვარესად საზრდოობს მყინვარისა და თოვლის წყლით, წყალდიდობა იცის წლის თბილ დროს. წყალმცირეა ზამთარში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 50 კმ-ზე 20,2 მ³/წმ. გაყინულია დეკემბრიდან მარტამდე. ხე-ტყის დაცურება. იყენებენ სარწყავად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ურუხი&oldid=2707943“-დან