აბრაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბრაზიული კლდე (ლა-პორტადა)

აბრაზია (ლათ. abrasio — „მოფხეკა“, „მოპარსვა“) — ზღვების, ტბების, დიდ წყალსაცავთა ნაპირების ნგრევა ტალღების მოქმედებით. აბრაზიის შედეგად ნაპირზე წარმოიქმნება ფლატე (კლიფი) და აბრაზიული ტერასა (ბენჩი). აბრაზია მით უფრო ინტენსიურია, რაც უფრო ნაკლებად მდგრადია ქანები ტალღის ზემოქმედების მიმართ, რაც უფრო დაბალია ზღვის ნაპირი და რაც უფრო იოლად აღწევს ტალღა კლიფის ძირამდე.

ნაპირის აბრაზიული განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა საწყისი ზედაპირის შედარებით ციცაბო დახრილობა. თუ დახრის კუთხე მცირეა (საშუალოდ 0,01), ნაპირის გასწვრივ იქმნება აკუმულაციური ტერასა და აბრაზია თითქმის წყდება. აბრაზია შესაძლოა ისევ დაიწყოს, თუ სანაპირო ზოლი დაიძრა, ე.ი., თუ ტექტონიკურ მოძრაობათა შედეგად გაიზარდა ზედაპირის დახრის კუთხე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]