აზერბაიჯანული ენა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაბული ანბანით შესრულებული ერთ-ერთი წიგნის ნიმუში (ჩრდილოეთი ირანი, იგივე სამხრეთი აზერბაიჯანი)

აზერბაიჯანული ენა (თვითსახელრქმევა ლათინური ანბანით Azərbaycan dili, კირილური ანბანით Азәрбајҹан дили) მიეკუთვნება სამხრეთდასავლური თურქული ენა. აზერბაიჯანული არის ოფიციალური ენა აზერბაიჯანის სახელმწიფოში. გარდა ამისა, აზერბაიჯანული ენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თურქული ენა ირანის ისლამური რესპუბლიკაში.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდების პრობლემა

თურქული ანბანის ვარიანტები

ეს ენას წარსულში სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი. თუმცა ეს პრობლემა არც დღემდეა საბოლოოდ გადაჭრილი. 1936 წლამდე ამ ენას ბევრი უმართებულოდ „თათრულ ენას“ უწოდებდა (იხ. თათრული ენა). 1989 წლიდან ამ ენას მონაცვლეობით „აზერბაიჯანულ-თურქულს“ (Azərbaycan Türkcəsi), „აზერბაიჯანის თურქულ ენას“ (Azərbaycan Türk dili) და თურქულს (Türkcə, Türki) უწოდებდნენ.

1990 წლიდან მოყოლებული სახელწოდება „აზერბაიჯანული“ (Azərbaycanca), „თურქული ენა“ (Türk dili), „აზერული“ (Azərice), ან უბრალოდ „აზერი“ თანაარსებობენ. ირანში ამ ენას შემდეგნაირად მოიხსენიებენ და წერენ; آذربایجان دیلی‎ Azərbaycan dili და آذربایجانجا‎ Azərbaycanca. სახელწოდება „აზერი თურქულს“ (Azəri Türkcəsi) გამოიყენებენ თურქეთელი თურქოლოგები. თავად აზერბაიჯანელები თავის მშობლიურ ენას თურქულს, აზერის, ან აზერბაიჯანულ-თურქულს უწოდებს.

[რედაქტირება] ზოგადი ცნობები

დამწერლობა ირანის აზერბაიჯანში - არაბულ გრაფიკაზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - ჯერ არაბული, 1929-39 წლებში - ლათინური, 1939-91 - სლავურიროვაბადი, აირუმიკირილური, ამჟამად კვლავ ლათინური.

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: 16 მლნ
  • ენის კოდი: az
  • სახელწოდება: az - Azərbaycanca; en - Azeri; eo - Azerbajghana
  • დამწერლობა: ლათინური, სლავური

აზერბაიჯანული ენის დიალექტთა ჯგუფებია: აღმოსავლური (ყუბა, ბაქო, შემახა, მუღანი, ლენქორანი), დასავლური , ჩრდილოური (ნუხა, ზაქათალა, კახი)(ყაზახი, ყარაბაღი, კო), სამხრეთული (ნახიჩევანი, ორდუბადი, თავრიზი; აქვე შედის ერევნის კილოკავი). განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს კაშკაელთა, ავშართა (ირანი და ავღანეთი) და თარაქამათა (სომხეთი) დიალექტები. სალიტერატურო ენის საფუძვლად მიიჩნევენ შემახა-ბაქოს დიალექტს.

დიალექტებს შორის განსხვავები ძირითადად ფონეტიკას და ლექსიკას შეეხება. აზერბაიჯანულ ენაზე ლიტერატურა XIII ს-დან ვითარდება, მას საფუძვლად უდევს ბაქოს და შემახის დიალექტები.

[რედაქტირება] სტატუსი

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

გავრცელებულია აგრეთვე ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ოსთანებში, საქართველოში, რუსეთში.

[რედაქტირება] აზერბაიჯანული დამწერლობის ნიმუშები

ნიმუშად გამოყენებულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პირველი მუხლი

[რედაქტირება] თურქული ანბანი (1929-39)

Butun insanlar ləƶaqət və huqyqlarƅna gɵrə azad vǝ bǝrabǝr doƣylyrlar. Onarƅn şuurlarƅ vǝ vicdanlarƅ var vǝ bir-birlǝrinǝ munasibǝtdǝ qardaålƅq rynhynda davranmalƅdƅrlar.

[რედაქტირება] კირილური ანბანის პირველი ვარიანტი (1939-57)

Бүтүн йнсанлар ләяагәт вә һүгуларьна ҝөрә азад вә бәрабәр доғулурлар. Онлрьн шүурлaрь вә виҹданларь вар вә бир-бирләринә мүнасибәтдә гардашльг рунһунда давранмальдьрлар.

[რედაქტირება] კირილური ანბანის საბოლოო ვარიანტი (1957-91)

Бүтүн йнсанлар ләјагәт вә һүгуларына ҝөрә азад вә бәрабәр доғулурлар. Онлрын шүурлары вә виҹданлары вар вә бир-бирләринә мүнасибәтдә гардашлыг рунһунда давранмалыдырлар.

[რედაქტირება] თურქული ანბანის ახალი ვარიანტი (1991-92 წლებიდან მოყოლებული)

Bütün insanlar ləyaqət və hüquqlarına göre azad və bərabər doğulurlar. Onarın şüurları və vicdanları var və bir-birlərinə münasibətdə qardaşlıq runhunda davranmalıdırlar.

[რედაქტირება] ტრანსლიტერაცია აზერბაიჯანული ენის ლათინურ ანბანზე

Bütün insanlar heysiyyət və haqlar baxımından dənk (bərabər) və ərkin (azad) doğularlar. Us (əql) və uyat (vicdan) yiyəsidirlər və bir birlərinə qarşı qardaşlıq ruhu ilə davranmalıdırlar.

[რედაქტირება] სამხრეთაზერბაიჯანში არაბულ დაწერლობას გამოიყენებენ

.

[რედაქტირება] გრამატიკა

[რედაქტირება] ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Salam; Salam əleyküm
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Xoş gəlmişsən
  • გმადლობთ - Sağ ol; Çox sağ olun
  • კი / არა - Hə; Bəli / Yox
  • გეთაყვა - Xahiş edirəm; Zəhmət olmasa
  • ნახვამდის - Xudahafiz; Sağ olun

რიცხვები

  • 1 - bir, 2 - iki, 3 - üç, 4 - dörd, 5 - beş, 6 - altı, 7 - yeddi, 8 - səkkiz, 9 - doqquz, 10 - on

[რედაქტირება] ლექსიკონები

  • ჰაჯიევი ვ.ა., ალიევა გ.ა.: აზერბაიჯანულ-ქართული სასკოლო ლექსიკონი / საქართველოს სსრ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოება - თბილისი, 1989.
  • მამედლი იმირ, ჰაჯიევი ვალეჰ: ქართულ-აზერბაიჯანული სასაუბრო - რუსთავი, 1997
  • მოკლე აზერბაიჯანულ-ქართული ლექსიკონი: საშუალო სკოლებისათვის / [შემდგენლები: ა. მუსაევი, გ. თუშმალიშვილი ; რედ.: ნ. ჯანაშია] - თბ. : განათლება, 1987.
  • ჰაჯიევი ვალეჰ, ნასიბოვი ნასიბ: აზერბაიჯანულ-ქართული და ქართულ-აზერბაიჯანული ლექსიკონი / [რედ. იმერ მამედლი ; წინასიტყვაობა ავტ. ჰიდაი ეთორუჯოვი] - ბაქო-თბილისი, 1997.
  • მუსაევი ალი, ბაირამოვი ნოვრუზ: ქართულ-აზერბაიჯანული სასაუბრო ლექსიკონი / ალი მუსაევი, ნოვრუზ ბაირამოვი ; [რედ.: რუსუდან ბრეგვაძე, ელნურ ალიევი] - თბილისი, 2008 : შპს "თბილისის სტამბა".
  • ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-რუსული სიხშირული ლექსიკონი თბილისი: უმცირესობათა საკითხების ევრ. ცენტრი: საქ. ჩეხთა სათვისტომო "ზლატა პრაღა",2006.
პირადი ხელსაწყოები