მიგმატიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიგმატიტი
Ptigmatite.jpg
პტიგმატიტი
ცნობები
ტიპი მეტამორფული
მაგმური

მიგმატიტი (ბერძნ. — mígma, ნათ. ბრ. mígmatos — ნარევი) — არაერთგვაროვანი, შერეული ქანი, რომელიც შედგება შემცველი მელანოკრატული მეტამორფული ქანისა და კვარციან-მინდვრისშპატიანი ან გრანიტის ძარღვებისაგან. მიგმატიტი წარმოიქმნება ქანებში ნივთიერების გარედან შეტანის ან მეტამორფული ქანების ნაწილობრივი დნობის შედეგად. ცნობილია მიგმატიტის სხვადასხვა მორფოლოგიური სახე: შრეებრივი მიგმატიტი (შემცველი ქანის შრეებრიობის ან ფიქლებრიობის თანხმობით ორიენტირებული ძარღვებით), აგმატიტი (ბრექჩიისებრი მიგმატიტი), პტიგმატიტი (ნაოჭა ძარღვებით) და სხვა. მიგმატიტი ფართოდ არის გავრცელებული ძველ გრანიტულ-გნაისურ კომპლექსებში. ქიმიური და ფიზიკური თვისებების მიხედვით მიგმატიტი სხვადასხვაგვარია. ტერმინი „მიგმატიტი“ შემოიტანა ფინელმა გეოლოგმა იაკობ სედერჰოლმმა 1907 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]