გუდამაყრის ქედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუდამაყრის ქედიკავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი შტოქედი, მდინარეების მთიულეთ-გუდამაყრის არაგვისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალი ჩრდილო ჭაუხთან (3842,5) და გრძელდება დაბა ჟინვალამდე. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. გუდამაყრის ქედზეა მწვერვალები: აღმოსავლეთი ჭაუხი (3644 მ), საჩალისმთა (2910 მ), ლაღისმთა (2601), ლუთხუბი (5787 მ), საფსიტისწვერი (2278 მ), სახარონისმთა (2345 მ), ხმალი (2141 მ) და უღელტეხილები: ფხიტური (2653 მ), უკანტბა (2334 მ) და სხვ.

ქედის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა ნაწილი - ზედაიურული კარბონატული ფლიშით, სამხრეთი - ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. გუდამაყრის ქედის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია, კალთებზე - შერეული ფოთლოვანი ტყეები (მუხა, რცხილა, წიფელი და სხვა).

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე