შავი კლდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია კახეთის მხარის მთას ეხება. ამავე სახელწოდების სამცხე-ჯავახეთის მხარის მთის შესახებ იხილეთ ყარაყაია (თრიალეთის ქედი).
შავი კლდე
შავი კლდის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან
შავი კლდის (ცენტრში) ხედი დასავლეთიდან
კოორდინატები: 42°15′14″ ჩ. გ. 45°37′09″ ა. გ. / 42.25389° ჩ. გ. 45.61917° ა. გ. / 42.25389; 45.61917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
დაღესტანი
სიმაღლე 3578 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
შავი კლდე — საქართველო
შავი კლდე
შავი კლდე — კახეთის მხარე
შავი კლდე
სურათები ვიკისაწყობში

შავი კლდე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდინარეების ჭანჭახოვანისა (თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი) და საბაკუნისხევის (ორწყალის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3578 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები ძლიერ დახრილია. მთის ზოგიერთი ადგილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]