შოთა რუსთაველის მწვერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა რუსთაველის მწვერვალი
შოთა რუსთაველის მწვერვალი
შოთა რუსთაველის მწვერვალი
კოორდინატები: 43°00′28″ ჩ. გ. 43°04′18″ ა. გ. / 43.007778° ჩ. გ. 43.071694° ა. გ. / 43.007778; 43.071694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 4960 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ლანდშაფტი ნივალური
ამგებელი ქანები გრანიტოიდი და გნაისი
შოთა რუსთაველის მწვერვალი — საქართველო
შოთა რუსთაველის მწვერვალი
შოთა რუსთაველის მწვერვალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
შოთა რუსთაველის მწვერვალი
სურათები ვიკისაწყობში

შოთა რუსთაველის მწვერვალიმწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე — ბეზენგის კედელზე, მწვერვალ შხარის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4960 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და გნაისებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საბჭოთა პერიოდში პირველად მწვერვალზე სამხრეთი მხრიდან ავიდნენ (1937) ქართველი ალპინისტები ალექსანდრე გვალია და რამინ კვიციანი და მას შოთა რუსთაველის სახელი უწოდეს.[1] 1938 წელს იმავე მარშრუტით პიკზე ავიდნენ გაბრიელ ხერგიანი, ალექსანდრე გვალია, ბექნუ ხერგიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 15.
  2. რუსთაველის პიკი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2021-05-28.