ომალო — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე პირიქითი ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ტერიტორიული ორგანოს ცენტრი (სოფლები:დანო, დართლო, დოჭუ, ქუმელაურთა, შენაქო, შტროლთა, ხახაბო, ხისო). ზღვის დონიდან 1880 მეტრი, ახმეტიდან 90 კილომეტრი. თუშეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელი დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1221 ადამიანი.
-
-
-
-
ზემო ომალო. კესელოს ნაშთი
-
-
ზემო ომალო. ეთნოგრაფიული მუზეუმი კესელოში
-
ახმეტის მუნიციპალიტეტის რუკა