ლაბის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაბის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°23′16″ ჩ. გ. 41°05′57″ ა. გ. / 43.38778° ჩ. გ. 41.09917° ა. გ. / 43.38778; 41.09917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2575 
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
ლაბის უღელტეხილი — საქართველო
ლაბის უღელტეხილი
ლაბის უღელტეხილი — რუსეთი
ლაბის უღელტეხილი

ლაბა (რუს. Лаба) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. გაწოლილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე დიდი ლაბის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2575 . აგებულია პალეოზოური გნაისებით და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ალპური ლანდშაფტი. ლაბის უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან ყარაჩაი-ჩერქეზეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]