ბურჭულა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბურჭულა, ყარაუგომი — მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ონის რაიონში. სიმაღლე 4364,5 მ. აგებულია ქვედაპალეოზოური და კაბმრიულისწინა გრანიტოიდებით. ბურჭულა თოვლიან-ყინულიანი და კლდოვანი მწვერვალია. დასავლეთ კალთაზე ეშვება მყინვარი ნოწარულა, საიდანაც გამოედინება მდინარე ნოწარულა (რიონის მარცხენა შენაკადი), სამხრეთ-აღმოსავლეთით ბოყოს მყინვარია, სადაც სათავე აქვს მდინარე ბოყოსწყალს (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- სანებლიძე მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 587, თბ., 1977 წელი.
|
|||||||||||||||||||
|
|||||||||||