მჟაველა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მჟაველა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Oxalis | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
მჟაველა (Oxalis), მცენარეთა გვარი მჟაველასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, ზოგჯერ ბუჩქბალახია. აქვს სამყურა ან თათისებრ რთული ფოთოლი, კოლოფი ნაყოფი. 800-მდე სახეობა უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში 5 სახეობაა. ტენიან წიწვოვან ტყეებში ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი მჟაველა (Oxalis acetosella). პატარა უღერო ბალახია. ღამით და მოღრუბლულ ამინდში მისი ფოთლის ფოთოლაკები იკეცება. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინსა და მჟაუნმჟავას. ზოგიერთი აფრიკისა და ამერიკის სახეობა საჭმელი ბოლქვების გამო კულტივირებულია დასავლეთ ევროპაში, ბევრი სახეობა დეკორატიულია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 161, თბ., 1984
სტატიის