მთიულეთის ქედი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთიულეთის ქედი — კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ტოტი, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე შირიმის მწვერვალთან და მტავრდება ზემოაღნიშნული მდინარეების შესართავთან. აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური ნალექებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ძლიერ დანაწევრებული და ფართოა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ვიწრო. მოგლუვებულ თხემზე აღმართულია მწვერვალები: მთაწმინდა (2759 მ), ჭალისთავი (2750მ), საბადლო (2802 მ), წიფორი (2577). კალთები შემოსილია შერეული, ფართოფოთლიანი (ზოგან ფიჭვის) ტყით თხემური ზონა — სუბალპური და ალპური მდელოებით.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები