ერატოსთენე
ერატოსთენე (დაახლ. ძვ. წ. 276 – გ. ძვ. წ. 194) — ძველი ბერძენი მეცნიერი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
დაიბადა ქალაქ კირენას მახლობლად აპოლონიაში (დღევანდელი ლიბიის ტერიტორია), განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში. კალიმაქეს სიკვდილის შემდეგ განაგებდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, გეოგრაფიით, ფილოსოფიით, მუსიკით. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. „ერატოსთენეს საცერი“, დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. ერატოსთენეს ეკუთვნის ნაშრომები „ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), „ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), „გეოგრაფია“ (3 წიგნად). მისი ნაწერებიდან ნაწყვეტებია შემორჩენილი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Bernhardy, Gottfried: "Eratosthenica" Berlin 1822 Reprinted Osnabruck 1968 (German text)
- Bernhardy, Gottfried: Eratosthenica Berlin, 1822 (PDF) (Latin/Greek)
- Eratosthenes' sieve in Javascript
- Eratosthenes' sieve as a simple algorithm
- About Eratosthenes' methods, including a Java applet
- How to measure the earth with Eratosthenes' method
- How the Greeks estimated the distances to the moon and sun
- Eratosthenes on PBS.org
- Measuring the earth with Eratosthenes' method
- List of ancient Greek mathematecians and contemporaries of Eratosthenes
- New Advent Encyclopedia article on the Library of Alexandria
- Eratosthenes' sieve explored and visualised in Flash
- Eratosthenes' sieve in classic BASIC all-web based interactive programming environment
- Following in the footsteps of Eratosthenes : project fr:La main à la pâte.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 172, თბ., 1979 წელი.