ტამანის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტამანის ნახევარკუნძული
Taman mud volcanoes.JPG
ფართობი 2 ათ. კმ²
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი

ტამანის ნახევარკუნძული (რუს. Таманский полуостров) — ნახევარკუნძული რუსეთის კრასნოდარის მხარეში, კავკასიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ გაგრძელებაზე. აკრავს შავი ზღვა, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე. ფართობი 2 ათ. კმ². ნაპირები დაბალია, შეჭრილ-შემოჭრილი. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქ იყო კუნძულები, რომლებიც V საუკუნეში შეერთდა და წარმოიქმნა ნახევარკუნძული. ადრინდელი კუნძულები წარმოადგენს თიხოვანი ქანებით აგებულ გუმბათისებრ ამაღლებებს (სიმაღლე 164-მდე), რომლებზედაც 25 ტალახის ვულკანია, დადაბლებებში არის მლაშე ლიმანური ტბები. ხორბლისა და სიმინდის ნათესები. მევენახეობა, მებაღეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]