სოჭის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოჭის ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Orekhovsky waterfall in Sochi.JPG
მდებარეობა რუსეთი, კრასნოდარის მხარე
უახლოესი ქალაქი სოჭი
კოორდინატები 43°35′00″ ჩ. გ. 39°47′00″ ა. გ. / 43.58333° ჩ. გ. 39.78333° ა. გ. / 43.58333; 39.78333
ფართობი 1,937.37 კმ²
დაარსდა 1983 წლის 5 მაისს

სოჭის ეროვნული პარკი (რუს. Сочинский национальный парк) — ეროვნული პარკი რუსეთში, დასავლეთ კავკასიონზე, ქალაქ სოჭის რაიონში (რუსეთი, კრასნოდარის მხარე). შეიქმნა 1983 წლის 5 მაისს. ფართობი 1,937.37 კვადრატული კილომეტრი. აქვს დაცვითი, რეკრეაციული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულება. რუსეთის ერთ-ერთი პირველი ეროვნული პარკი. ტყეებს უკავია ტერიტორიის 95%. გვხვდება ხერხემლიანთა 250-მდე და ქვეწარმავლების 17-მდე სახეობა. ფაუნას ქმნის კეთილშობილი ირემი, არჩვი, მურა დათვი, გარეული ღორი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი და სხვ. არის ფრინველების 126 სახეობა, მათ შორის ბატკანძერი, კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო და სხვ. პარკს უკავია დიდი სოჭის არეალი, მდინარეების შეფსისა და მაგრის შესართავისპირა რაიონი, აფხაზეთის საზღვრამდე. პარკის დიდი ნაწილი მთიანია. დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. მთისწინეთის ზონა ვრცელდება ვიწრო ზოლის სახით შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ. სოჭის ეროვნული პარკის ფარგლებში არის შავი ზღვის აუზის 40-მდე მდინარე და ნაკადული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]