წივანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წივანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  წივანა
ლათინური სახელი
Festuca

წივანა (ლათ. Festuca) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია.

300-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერად თბილ და ცივ ქვეყნებში. საქართველოში გვხვდება 17 სახეობა, მათ შორის 3 კავკასიის ენდემია.

იზრდება ყველა ზონაში, ტუნდრადან მოყოლებული უდაბნოებამდე. თითქმის ყველა სახობა კარგი საკვები ბალახია. კვებითი ღირსებით საუკეთესოა მდელოს წივანა. მას და წითელ წივანას იყენებენ გაზონებისთვის. ზოგიერთი სახეობა გამოსადეგია მოძრავი ქვიშის დასამაგრებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]