ბაძგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაძგი
Illustration Ilex aquifolium0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Ilex

ბაძგი, ჭყორი (Ilex), მცენარეთა გვარი ბაძგისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ზოგჯერ ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. აქვს მარტივი, ტყავისებრ ხეშეში, კიდეეკლიანი ფოთლები. ნაყოფი კურკიანაა, წითელი ან შავი, იშვიათად ყვითელი. შეიცავს 400-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. 3 სახეობა იზრდება კავკასიაში. ესენია: წვრილნაყოფა ბაძგი (Ilex stenocarpa) ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ჰირკანული ბაძგი (Ilex hyrcanica) — თალიშში და კოლხური ბაძგი (Ilex colchica) - საქართველოში. კოლხური ბაძგა 2,5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია; ქვეტყეს ქმნის ფოთლოვან (განსაკუთრებით წიფლნარებში). ფოთლოვან-წიწვოვანსა და წიწვოვან ტყეებში. კულტივირებულია ბაძგის ეგზოტიკური სახეობის უმრავლესობა მოშენებულია საქართველოში. მათგან აღსანიშნავია პარაგვაული ბაძგი ანუ პარაგვაული ჩაი, რომლის ფოთლებისაგან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ამზადებენ ჩაის - მატეს.

ბაძგის მარადმწვანე სახეობები დეკორატიულია, აშენებენ ცოცხალ ღობეებად. მაგარსა და მძიმე მერქანს იყენებენ სადურგლო-სახარატო საქმეში. ფოთოლი, ნაყოფი და ქერქი იხმარება მედიცინასა და კულინარიაში. სახეობათა უმრავლესობა შეიცავს მთრიმლავ, ცხიმოვან და საღებარ ნივთიერებებს, ზოგი A1, B2 და C ვიტამინებს.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაძგი&oldid=2531034“-დან