ოსები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსი ქალი ტრადიციულ ტანსაცმელში (მე-20 საუკუნის დასაწყისში)

ოსები (საკუთარი სახელწოდება ირონი, ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთში დიგორონი) ერი, რუსეთის ფედერაციაში (402,6 ათ., მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთში 335 ათ.) და საქართველოში (38.028 ათ.სტატისტიკა არ არის ცხინვალის რეგიონზე).

ლაპარაკობენ ოსურ ენაზე, რომელიც შედგება ირონული და დიგორული დიალექტებისაგან და განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს. ოსების რუსული და ევროპული სახელწოდება ქართული ოსიდან (ოვსი) მომდინარეობს.

ოსების ხალხის ჩამოყალიბება ძვ. წ. VIII-IX საუკუნეებიდან დაიწყო, როცა კავკასიაში გამოჩნდა სკვითურ-სარმატულ-ალანური ტომები, რომლებიც შეერივნენ კავკასიის აბიგენურ მოსახლეობას და მოახდინეს მათი ენობრივი ასიმილაცია.

X-XIII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ოსების ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო. XIII-XIV საუკუნეებში თათარ-მონღოლთა და თემურლენგის შემოსევათა შედეგად ბარის მოსახლეობამ კავკასიონის ქედის ხეობებში გადაინაცვლა და ჩამოყალიბდა თაგაურის, ქურთათის, ალაგირის და დიგორის საზოგადოებები. იმავე ხანებში დაიწყო ოსების დამკვიდრება კავკასიონის სამხრეთ კალთებზე და გამოიყო ოსი ხალხის სამხრეთი შტო. ოსები ემორჩილებოდნენქართლის სამეფო ხელისუფლებას და ცალკეულ სათავადო სახლებს.

VI საუკუნიდან ოსები გავრცელდა ქრისტიანობა, XVII-XVIII საუკუნეებში ოსების მცირე ნაწილმა ისლამი მიიღო. ოსების ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა, მისდევდნენ ნადირობას და მეფუტკრეობას. განვითარებულია ხეზე და ძვალზე კვეთა, ლითონის მხატვრული დამუშავება, ქარგვა და სხვა. შექმნეს მდიდრული ხალხური სიტყვიერება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსური ნართების გმირული ეპოსი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები