ქომიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქომიტო
ქომიტო
ქომიტო
კოორდინატები: 42°31′58″ ჩ. გ. 45°35′59″ ა. გ. / 42.53278° ჩ. გ. 45.59972° ა. გ. / 42.53278; 45.59972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
ჩეჩნეთი
სიმაღლე 4261 
ქედი პირიქითი ქედი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
ქომიტო — საქართველო
ქომიტო
ქომიტო — კახეთის მხარე
ქომიტო

ქომიტო (ჩეჩ. Даттах-Корта, რუს. Комито) — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4261 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. მთის ზედა ნაწილი კლდოვანია. ჩრდილოეთ კალთაზე 2-2,5 კმ² ფართობის მყინვარებია. სამხრეთ კალთაზე რამდენიმე თოვლყინულის ლაქაა შემორჩენილი. ქვემო კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]