უშბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „უშბა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უშბა (მრავალმნიშვნელოვანი).

უშბა

უშბა

კოორდინატები: 43°07′35″ ჩ. გ. 42°39′38″ ა. გ. / 43.126500° ჩ. გ. 42.6606000° ა. გ. / 43.126500; 42.6606000

მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 4700 მ
ქედი უშბის ქედი
ასაკი პალეოზოური
პირველი ასვლა 1888 წელს

უშბა მდებარეობა საქართველო

Mountain sign.svg

უშბა — ორთავიანი მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია (სიმაღლე 4700 მ), ჩრდილოეთი – 10 მეტრით დაბალია. აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. უშბის მწვერვალები თავიანთი განუმეორებელი სილამაზითა და მიუდგომლობით იზიდავს მრავალ მთასვლელსა და ტურისტს. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.

ჩრდილოეთი მწვერვალი უფრო ადვილი გადასალახია ვიდრე სამხრეთი. ჩრდილოეთ პიკზე პირველად ავიდნენ ინგლისელები 1888 წელს, ხოლო სამხრეთ პიკზე პირველი ასვლა განხორციელდა 1903 წელს, გერმანელი, შვეიცარიელი და ავსტრიელი ალპინისტების მიერ. მანამდე უშბაზე იყო დაახლოებით 20-მდე წარუმატებელი ასვლის ცდა. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

ლონდონში არის ალპინისტთა კლუბი „უშბა“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უშბა&oldid=2437874“-დან