ბოღოსის ქედი
ბოღოსის ქედი (რუს. Богосский хребет) — ქედი აღმოსავლეთ კავკასიონის შემადგენლობაში, დაღესტანში. წარმოადგენს ბოღოსის მთიანი მასივის ნაწილს. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ და გადაჭიმულია მეჩიკალას მთიდან ხაპურდას უღელტეხილამდე დაახლოებით 72 კილომეტრზე. უმაღლესი მწვერვალია ადალა-შუხგელმერი (4151 მ). ბოღოსის ქედი მდინარეების ანდის ყოისუსა და ავარიის ყოისუს აუზების წყალგამყოფია. რელიეფი ციცაბოა, კლდოვანი. მწვერვალებზე მყინვარებია (გამყინვარების საერთო ფართობი 20 კმ²). ბოღოსის მასივი კავკასიონის მეგანტიკლინორიუმის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქედის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ მძლავრი სისქის თიხოვანი ფიქლები და ქვიშაქვები.
კალთები შემოსილია ქსეროფიტული ბუჩქებით, სუბალპური და ალპური მდელოებით.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბოღოზის ქედი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- აღმოსავლეთი კაკვასიონი (რუსული)
|
|||||||||||||||||||

