ზვავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზვავი ჰიმალაიზე
მშრალი თოვლის ზვავი

ზვავი — მთის ფერდობზე სწრაფად მოძრავი თოვლის მასა.

ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როდესაც მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება.

ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.

მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:

1. დიდი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 3000-4000 მ. აქ ზვავები წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოდის.

2. მაღალი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 2000-3000 მ. ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.

3. საშუალო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1500-2000 მ. ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.

4. უმნიშვნელო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1000-1500 მ. ზვავები იშვიათად ჩამოდის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 517.
  • McClung, David. Snow Avalanches as a Non-critical, Punctuated Equilibrium System: Chapter 24 in Nonlinear Dynamics in Geosciences, A.A. Tsonsis and J.B Elsner (Eds.), Springer, 2007
  • Avalanche!: a children's book about an avalanche that includes definitions & explanations of the phenomenon.
  • Daffern, Tony: Avalanche Safety for Skiers, Climbers and Snowboarders, Rocky Mountain Books, 1999, ISBN 0-921102-72-0
  • Billman, John. "Mike Elggren on Surviving an Avalanche". Skiing magazine Feb 2007: 26.
  • McClung, David and Shaerer, Peter: The Avalanche Handbook, The Mountaineers: 2006. 978-0-89886-809-8
  • Tremper, Bruce: Staying Alive in Avalanche Terrain, The Mountaineers: 2001. ISBN 0-89886-834-3
  • Munter, Werner: Drei mal drei (3x3) Lawinen. Risikomanagement im Wintersport, Bergverlag Rother, 2002. ISBN 3-7633-2060-1 (გერმანული) (partial English translation included in PowderGuide: Managing Avalanche Risk ISBN 0-9724827-3-3)
  • Shiva P. Pudasaini and Kolumban Hutter: Avalanche Dynamics: Dynamics of Rapid Flows of Dense Granular Avalanches, Springer, Berlin, New York, 2007. ISBN 3-540-32686-3
  • Michael Falser: Historische Lawinenschutzlandschaften: eine Aufgabe für die Kulturlandschafts- und Denkmalpflege In: kunsttexte 3/2010, unter: http://edoc.hu-berlin.de/kunsttexte/2010-3/falser-michael-1/PDF/falser.pdf