ლაქუცა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლაქუცა, ლაქუცა-ლაარტყალი — მწვერვალი სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების, მდინარეების ადიშისჭალისა და ხალდეჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4310 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. პირველი საბჭოთა ასვლა 1931 წელს შ. მიქელაძის ხელმძღვანელობით[1].
[რედაქტირება] ლიტერატურა
- უთმელიძე მ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 146, თბ., 1983 წელი.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ეს იყო პირველი საბჭოთა ასვლა. საბჭოთა პერიოდამდე ასვლის ექსპედიციები უცნობია.
|
|||||||||||||||||||
სტატიის