წყალმოვარდნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალმოვარდნა მდინარეზე

წყალმოვარდნამდინარის წყლის რეჟიმის ფაზა. თავსხმით ან თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული მდინარის წყლიანობის ერთბაშად გაზრდა, რომელიც მოკლევადიანი და არაპერიოდულია. ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა. პერიოდულად წყალმოვარდნა არ მეორდება, რის გამოც იგი განსხვავდება წყალდიდობისაგან. ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. წყალმოვარდნის პერიოდში საშუალოთვიური ხარჯი საშუალოწლიურზე მეტია. შეიძლება გამოვლინდეს წლის ნებისმიერ დროს. მნიშვნელოვან წყალმოვარდნას წყალდიდობას უწოდებენ. მდინარეზე წყალმოვარდნის გადაადგილების პროცესში იქმნება წყალმოვარდნის ტალღა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]