მესტია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
მესტია
მესტია
მესტია
ქვეყანა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 43°02′44″ ჩ. გ. 42°43′47″ ა. გ. / 
დაბა  1968  წლიდან
მოსახლეობა 2600 კაცი (2002)
ტელ. კოდი +995 410[1]
საფოსტო ინდექსი 3200[2]

GEO-SZS-MS.svg

Red pog.svg

მესტია მდებარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

Red pog.png


მესტია (ყოფილი სეტი), დაბა, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ, თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ (უახლოესი რკინიგზის სადგური). დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 2.6 ათასი (2002).

ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური - 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).

დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე), განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის (ტურბაზა, ტურისტული სასტუმრო) დაწესებულებები.

[რედაქტირება] ტრანსპორტი

2010 წლის 24 დეკემბერს მესტიაში გაიხსნა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი.[3] საწყის ეტაპზე, მესტიის აეროპორტში სახელმწიფოსაგან "სუბსიდირებული ფრენები“ განხორციელდება, რითაც ხელისუფლება ბილეთების გაიაფებას და ტურისტებს მოზიდვას ისახავს მიზნად.[4]

მესტიის აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 8 მლნ ლარი დაუჯდა.[5]

[რედაქტირება] ფოტოგალერეა

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე