გოტფრიდ მერცბახერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოტფრიდ მერცბახერი
Gottfried Merzbacher.JPG
გეოგრაფი გოტფრიდ მერცბახერი
დაბადების თარიღი:

9 დეკემბერი 1843

დაბადების ადგილი:

ბაიერსდორფი, გერმანია

გარდაცვალების თარიღი:

14 აპრილი 1926

გარდაცვალების ადგილი:

მიუნხენი, გერმანია

სამეცნიერო სფერო:

გეოგრაფი
ალპინისტი
მოგზაური

გოტფრიდ მერცბახერი (გერმ. Gottfried Merzbacher; დ. 9 დეკემბერი 1843, ბაიერსდორფი — გ. 14 აპრილი 1926, მიუნხენი) — გერმანელი გეოგრაფი, ალპინისტი და მოგზაური.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

გოტფრიდ მერცბახერი დაიბადა 1843 წლის 9 დეკემბერს ერთ-ერთ პატარა სოფელში. მამამისი მარკუს მერცბახერი იყო ტყავებზე მოვაჭრე. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა გოტფრიდმა გადაწყვიტა ოჯახის საქმე გაეგრძელებინა და მეტყავე გამოსულიყო. სწავლის დასაწყებად მოუწია გამგზავრება ლონდონში, პარიზსა და სანქტ-პეტერბურგში, რის შედეგად შესანიშნავად დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

1868 წელს მიუნხენში გოტფრიდ მერცბახერმა გახსნა ტყავების საკუთარი მაღაზია. საქმიანობა წინ წაიწია და ამიერიდან მერცბახერმა გადაწყვიტა ბიზნესის გაყიდვა და მთებში მოგზაურობა.

მოგზაურობისას მან დაიწყო ჩანაწერებისა და სამეცნიერო სტატიების წერა, რომელიც შემდეგ ქვეყნდებოდა რამდენიმე სპეციალურ ჟურნალში. 1891 წელს მერცბახერმა განახორციელა მნიშვნელოვანი ექსპედიცია კავკასიონზე. შედეგად დაწერა ორტომიანი ნაშრომი სახელწოდებით „კავკასისიის მაღალმთიანი რეგიონები“ (გერმ. „Aus den Hochregionen des Kaukasus“), რომელიც გამოიცა 1901 წელს. კავკასიონზე ყოფნისას იგი სპორადულ დაკვირვებებს ატარებდა საქართველოს მყინვარებზე.

ამის შემდეგ მან ორი ექსპედიცია განახორციელა ტიან-შანის მთებში. 1902 წელს პირველმა განახორციელა ასვლა მწვერვალ ხან-თენგრიზე (ვერ დაიპყრო). მიუხედავად იმისა, რომ მერცბახერმა ვერ განახორციელა ხან-თენგრის დაპყრობა, მან შესძლო და აღმოაჩინა მყინვარი ინილჩექი და ასევე მოახდინა თენგრი-ტაგის ქედის დეტალური რუკის შედგენა.

მერცბახერის სახელი აღბეჭდილია ყირგიზეთის ტერიტორიაზე, სადაც მისი სახელობისაა ერთ-ერთი საოცარი ტბა - მერცბახერის ტბა, რომელიც მის მიერ იყო აღმოჩენილი.

მინიჭებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, ალპინიზმსა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის.

[რედაქტირება] შრომები

  • Aus den Hochregionen des Kaukasus, Duncker & Humblot, Leipzig 1901
  • Vorläufiger Bericht über eine in den Jahren 1902 und 1903 ausgeführte Forschungsreise in den zentralen Tian-Schan, J. Perthes, Gotha 1904

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე