სამეგრელო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეგრელო
სამარგალო
სამეგრელო
ისტორიული სამეგრელო
დევიზი: ძალა ერთობაშია
სამეგრელო
ადმ. ცენტრი ზუგდიდი
რეგიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
რწმუნებული ზაზა გოროზია
ფართობი 7,441 კმ²
მოსახლეობა 466,000 (2002)
სიმაღლე 0-4493 მ (ზღვის დონიდან)
კოორდ. დასაზუსტებელია
დრ. სარტყელი დზკ +4 (ზდ +3)

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.


გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში. XVII საუკუნიდან აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.


დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.

[რედაქტირება] იხ. აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დონ არქანჯელო ლამბერტი: სამეგრელოს აღწერა იტალიურიდან თარგმნა ალექსანდრე ჭყონიამ ; რედ.: ნუგზარ ანთელავა - თბ., 1991.
  • ელიავა, გივი, ეთნოგრაფიული სამეგრელო: (ალბომი) / [რედ.: პ. კირთაძე] ; მარტვილის სარაიონთაშორისო სამხარეთმცოდნეო მუზეუმი - მარტვილი, 1989.
  • სამეგრელო: კოლხეთი, ოდიში : (არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და ეთნოლოგიის ნარკვევები) / ილია ანთელავას საერთო რედ. ; საქ. მეცნ. აკად., სამეგრელოს სამხ. სამეც. ცენტრი - თბ.; ზუგდიდი : ინტელექტი, 1999.
  • ელიავა, გივი: ალბომი პატრიარქატიდან მომდინარე გვართა (გვარ-სახელთა) ამოსავალი ძირებისა, პატრონიმიის თანმიმდევრობით, სამეგრელოს მასალების შუქზე / [რედ.: დ. ელიავა] ; მარტვილის სარაიონთაშორისო სამხარეთმცოდნეო ეროვნ. მუზეუმი - მარტვილი ; ქუთაისი, 1998.
  • მაკალათია, სერგი: სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია [ნაწ. 1] თბ. : უფლისციხე, 1992.
  • ელიავა, გივი, სამეგრელო ჩემს თვალსაწიერში / [რედ.: ილია ტაბაღუა ; მხატვ.: თამარ თაყაიშვილი] (ნაწ. 1) - თბ., 1996.
  • საქართველოს ტოპონიმია: (მასალები) / თსუ, ახალი ქართ. ენის კათედრასთან არსებ... ონომასტიკის სამეცნ.-კვლევ. ლაბორატორია - თბ., 1999 (ტ. 2) : ა. ქართლის ჰიდრონიმია. ბ. ქვემო იმერეთის ჰიდრონიმია. გ. ზემო სამეგრელოს ჰიდრონიმია / [მოამზადეს ს. მელიქიძემ და სხვ.] - , 1999.
  • ტუღუში, აბესალომ: სამეგრელოს სამთავროს ისტორია : (მოკლე კურსი) / თსუ-ს ზუგდიდის ფილიალი ; [რედ.: გონელი არახამია] - ზუგდიდი, 1999.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები