პონტოს მთები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პონტოს მთები (თურქ. Kaçkar Dağları), ჩრდილო ანატოლიის მთები, მთათა სისტემა თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში. გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 1000 კმ-ზე. სიგანე 130 კმ-მ. აერთიანებს დასავლეთ პონტოს მთებს, ჯანიქის მთებსა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს. შედგება გასწვრივი ხეობებითა და მთათაშუა ქვაბულებით გაყოფილი რამდენიმე პარალელური ქედისაგან, რომლებიც გაკვეთილია ყიზილ-ირმაქის, იეშილ-ირმაქისა და სხვა ხეობებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ . 8 , გვ. 158, თბ., 1984