კავკასიის მინერალური წყლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაიონის გერბი

კავკასიის მინერალური წყლები — სხვადასხვაგვარი და უხვი მინერალური წყაროებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტების რაიონი სტავროპოლის მაღლობისა და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების შესაყარზე, რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარე. მნიშვნელოვანი კურორტებია: პიატიგორსკი, კისლოვოდსკი, ესენტუკი, ჟელეზნოვოდსკი.

პირველ ცნობებს კავკასიის მინერალური წყლების შესახებ გვაწვდის ექიმი გ. შობერი (1717), რომელიც პეტრე I-ს გაუგზავნია ჩრდილოეთ კავკასიაში მინერალური წყაროების შესასწავლად. კურორტები მოეწყო 1803 წელს; 1972 წელს ექსპლუატაციაში იყო 90 წყარო (სულ ცნობილია 130 წყარო). კავკასიის მინერალური წყლების სამეცნიერო ცენტრია პიატიგორსკის ბალნეოლოგიური ინსტიტუტი (შეიქმნა 1920 წელს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]