სტრაბონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტრაბონი XVI საუკუნის გრავიურაზე.

სტრაბონი[1] (ბერძნ. Στράβων; დ. ძვ. წ. 64/63 – გ. ახ. წ. 23/24) — ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი.

წარმოშობით პონტოელი ბერძენი ქალაქ ამისოსიდან, წარჩინებული წრიდან. თავის დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიუღია. ბევრი უმოგზაურია, ფიქრობენ, რომ კოლხეთშიც ყოფილა. მისი სახელით ცნობილია ორი ნაწარმოები : "საისტორიო ნარკვევები" და "გეოგრაფია". პირველი ნაშრომი 47 წიგნისაგან შედგებოდა და წარმოადგენდა პოლიბიოსის "ისტორიის" გაგრძელებას. მისგან მხოლოდ 19 ფრაგმენტია მოღწეული, მეორე ნაშრომი თითქმის მთლიანადაა დაცული, იგი შედგება 17 წიგნისაგან.

ევროპის რუკა სტრაბონის მიხედვით
მსოფლიოს რუკა სტრაბონის მიხედვით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. ტერმინს სტრაბო რომაელები იყენებდნენ ელამი ადამიანის აღსანიშნავად. ასევე პომპეუსის მამასაც ეძახდნენ "პომპეუს სტრაბოს".