კახეთის მხარე
| კახეთის მხარე | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | თელავი |
| სახელმწიფო რწმუნებული | გიორგი ღვინიაშვილი |
|---|---|
| რეგიონის კოდი | GE-KA |
| რაიონი | 8 |
| ფართობი | 11,310 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა | 407,182 (2002) |
კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA. კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
სექციების სია |
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 407 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 36 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი;
- სოფელი — 276.
[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, რაიონის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:
- 1993 — ლევან თედიაშვილი;
- 1995 — გიორგი არსენიშვილი;
- 2002 — ბიძინა სონღულაშვილი;
- 2003 — თამაზ ხიდეშელი;
- 2004 — პეტრე ცისკარიშვილი;
- 2006 — გია ნაცვლიშვილი
- 2008 — ლევან ბეჟაშვილი
- 2008 —გიორგი ღვინიაშვილი
[რედაქტირება] ეკონომიკა
კახეთის მხარე სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ–სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ალავერდის ეკლესია
- იყალთოს მონასტერი
- დავით გარეჯის მონასტერი
- გრემის ნაქალაქარი
- ნეკრესის ეკლესია
- წინანდალი ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი
[რედაქტირება] ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
[რედაქტირება] მოსახლეობა
ამჟამად კახეთში 407 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9%). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 33 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.
კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||||||
|
||||||||