წყნეთი
დაბა | |
---|---|
წყნეთი | |
წყნეთი ზამთარში | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | ვაკე |
კოორდინატები | 41°41′39″ ჩ. გ. 44°41′39″ ა. გ. / 41.694222° ჩ. გ. 44.694389° ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1967 |
ცენტრის სიმაღლე | 950 მ |
მოსახლეობა | 7166[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 32 |
წყნეთი — დაბა თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში. წყნეთის ცენტრში მდებარეობს მაღაზიები, კაფეები, საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე დასასვენებელი სკვერი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ-ზე, მანგლისის საავტომობილო გზაზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, რაქიტი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი მაისი-ნოემბერი. აქ იცის თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 °C), და რბილი ზამთარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე ცნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია XVII-XIX სს სამი მცირე ეკლესია. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ბავშვთა სანატორიუმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1970[2] | 2908 | ||
1979[2] | 3235 | ||
1989[3] | 3664 | -- | -- |
2002[4] | 8187 | -- | -- |
2014[1] | 7166 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უშვერიძე გ. გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 372.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
|