მერვე ლეგიონის დასახლება
იერსახე
მერვე ლეგიონის დასახლება — დასახლება თბილისში (ისნის რაიონი), მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ.
სახელწოდება „მერვე ლეგიონი“ (საბჭოთა პერიოდში — „მერვე პოლკი“) მომდინარეობს საბჭოთა შინაგანი ჯარების მე-8 ცალკე მოტომსროლელი პოლკის სახელიდან, რომელიც აქ იყო განლაგებული. 1990-იან წლებში ყოფილი მე-8 პოლკის ბაზაზე საქართველოს შინაგანი ჯარების I ოპერატიული ბრიგადა იყო განთავსებული. დასახლება სამხედრო ნაწილის ირგვლივ 1960-იანი წლებიდან გაჩნდა. 2014 წლიდან ვაზისუბანთან ერთად ქმნის ისნის რაიონის ერთ-ერთ უბანს (უბანი 16).[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 115, ISBN 978-99928-20-35-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ, «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე», 5 დეკემბერი, 2014.
|