ყადორის უღელტეხილი
იერსახე
ყადორის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°07′37″ ჩ. გ. 45°45′06″ ა. გ. / 42.1269806° ჩ. გ. 45.7519306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე დაღესტანი |
სიმაღლე | 2366 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვედაიურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ყადორის უღელტეხილი (რუს. Кодорский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (დაღესტანი) საზღვარზე, კახეთის მხარის ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მ. ყადორის უღელტეხილის მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მდინარე ინწობის (ალაზნის აუზი) ხეობიდან მდინარე ორწყლის (ანდის ყოისუს აუზი) ხეობაში გადადის საჭაპანო გზა (კახეთის მხარეს აკავშირებს დაღესტანთან).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 606.
|