ინწობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ინწობა
River Intsoba and Gremi Village, view from Eniseli Village.jpg
ინწობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები ბოლია
სათავე კახეთის კავკასიონი
42°07′29″ ჩ. გ. 45°45′27″ ა. გ. / 42.124972° ჩ. გ. 45.757722° ა. გ. / 42.124972; 45.757722
შესართავი 41°58′04″ ჩ. გ. 45°37′40″ ა. გ. / 41.968000° ჩ. გ. 45.627972° ა. გ. / 41.968000; 45.627972
სიგრძე 22 კმ
აუზის ფართობი 83 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,26 მ³/წმ
ინწობა — საქართველო
ინწობა
ინწობა
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

ინწობა — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 83 კმ².[1] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, საშუალო ხარჯი საბუესთან 1,26 მ³/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად.[1] მდინარე ინწობაზე არის ჰიდროელექტროსადგური.[2] მარჯვნიდან იერთებს მდინარე ბოლიას.

აღსანიშნავია, რომ ძველი ქალაქი გრემი ლოკალიზდება დღევანდელი სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ინწობის შუა წელის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებული გორაკის, გრემის მთავარანგელოზის ანსამბლის გარშემო, ალაზნის ვაკეზე.[3] ინწობის ხეობაში ზღვის დონიდან 480 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი გრემი. მდინარის ნაპირებზეა სხვა დასახლებული პუნქტებიც.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 186.
  2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2016-06-26.
  3. გრემი — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი