მესტიის უღელტეხილი
იერსახე
| მესტიის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°10′42″ ჩ. გ. 42°51′02″ ა. გ. / 43.17833° ჩ. გ. 42.85056° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3750 მ |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| აკავშირებს | ლეხზირის მყინვარს ადირსუს მყინვართან |
| ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
მესტიის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალებს ულუთაუსა და სარიყოლს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3750 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. წარმოადგენს ფართო თოვლ-ყინულიან ჩადაბლებას, რომელზეც ბევრი დახურული ნაპრალია. ლეხზირის მყინვარს (მდინარე ენგურის აუზი) აკავშირებს ადირსუს მყინვართან (მდინარე ბაქსანის აუზი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 601.
| |||||