ანდის ყოისუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანდის ყოისუ
Место слияния рек Аварское Койсу и Андийское Койсу.jpg
ავარიის ყოისუსა და ანდის ყოისუს შეერთების ადგილი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი
დაღესტანი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
42°21′17″ ჩ. გ. 45°39′31″ ა. გ. / 42.35472° ჩ. გ. 45.65861° ა. გ. / 42.35472; 45.65861
სათავის სიმაღლე 1603 მ
შესართავი 42°47′27″ ჩ. გ. 46°47′46″ ა. გ. / 42.79083° ჩ. გ. 46.79611° ა. გ. / 42.79083; 46.79611
შესართავის სიმაღლე 355,4 მ
სიგრძე 203 კმ
აუზის ფართობი 4820 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 69,6 მ³/წმ
ანდის ყოისუ (კავკასია)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ანდის ყოისუ (რუს. Андийское Койсу) — მდინარე საქართველოსა და რუსეთში. ადმინისტრაციულად მოქცეულია საქართველოს ახმეტის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის დაღესტნის ტერიტორიებზე. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1603 მ სიმაღლზე. წარმოიქმნება თუშეთის ალაზნისა და პირიქითი ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) 203 კმ, აუზის ფართობი 4820 კმ². მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. იერთებს მრავალ მთის მდინარეს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში — მყინვარებითაც. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულში იცის, წყალმცირობა — ზამთარში. უერთდება მდინარე ავარიის ყოისუს და ქმნის მდინარე სულაკს. წყლის საშუალო ხარჯი 69,6 მ³/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]